• (+995) 2 24 01 08
  • (+995) 577 415 381

სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა

Awesome Image

სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა

ქ. თბილისის მასშტაბით სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და აღდგენა რეაბილიტაციის სამუშაოები
  • დამკვეთი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • მოცულობა: ქ. თბილისის მასშტაბით სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და აღდგენა რეაბილიტაცია
  • სამუშაოების დასრულების წელი: 2019 წელი
სამუშაოების მოკლე აღწერილობა: კონტრაქტის თანახმად სანიაღვრე/სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები წარმოებდა თბილისის სხვადასხვა რაიონში (თბილისის მასშტაბით). სამუშაოები იწყებოდა დამკვეთის მხრიდან წერილობით დავალების გაცემის შესაბამისად. კონტრაქტის თანახმად შესრულდა 8879 მ3 სხვადასხვა კატეგორიის გრუნტის სამუშაოები, როგორც მექანიზმებით ასევე ხელით. განხორციელდა ამორტიზირებული მილების, დაზიანებული ჭების და კოლექტორის დემონტაჟი და ახალი მილების ჩაწყობა, ჭების შეცვლა და კოლექტორის დაზიანებული ადგილების მშენებლობა. სულ ჩაწყობილი იქნა 2800 გრძივი მეტრი სხვადასხვა დიამეტრის და სახეობის მილი დანიშნულების მიხედვით. შესრულდა დაზიანებული და ავარიული სანიაღვრ ე კოლექტორების აღდგენა რეაბილიტაცია, სადაც გაიხარჯა 360 მ3 ბეტონის მასალა. მოეწყო ახალი სანიაღვრ ე და საკანალიზაციო ჭები, თუჯის ხუფებით და ცხაურებით. სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ობიექტები იქნა დასუფთავებული სამშენებლო ნარჩენებისაგან და მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში. შედეგი: თბილისის ბევრ სხვადასხვა უბანში შეკეთდა და მწყობრში იქნა მოყვანილი დაზიანებული სანიაღვრე სისტემა და კოლექტორი. სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა