• (+995) 2 24 01 08
  • (+995) 577 415 381

სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია - პალიტრა

Awesome Image

სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია

ქ. თბილისში „დიდი ხევძმარას“ სანიაღვრე კოლექტორის, კვეთით 6,0X0,4მ, სიგრძით 100მ. დაზიანებული მონაკვეთების (მ. ნოზაძის ქუჩის მიმდებარედ) აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები
  • დამკვეთი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • მოცულობა: სანიაღვრე კოლექტორის, კვეთით 6,0X0,4მ, სიგრძით 100მ.
  • სამუშაოების დასრულების წელი: 2015 წელი

სამუშაოების მოკლე აღწერილობა: ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე მოეწყო დროებითი გზა დაზიანებულ კოლექტორამდე 200 მეტრ სიგრძეზე, დამუშავდა 400 მ3 გრუნტი, მექანიზმით. ასევე გრუნტის დამუშავება განხორციელდა არსებული ხევის კალაპოტშიც – 1555 მ3;  მექანიზმების გამოყენებით ამოღებული იყო დაზიანებული კოლექტორის არსებული, ანაკრები რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, სამშენებლო ტერიტორია გასუფთავება ჭუჭყისგან და ლამისაგან, შესრულდა წყალარინების სამუშაოები, შემდეგ განხორციელდა მონოლითური რკინა-ბეტონის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა წყალმედეგი ბეტონით – 605 მ3 და კოლექტორის გარე კედლების დამუშავება ჰიდროსაიზოლაციო მასალით 250 მ2. ყველა, ზემოთხსენებული სამუშაო სრულდებოდა შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით.

შედეგი: აღდგენილი და მიღებული იქნა ექსპლუატაციაში „დიდ ხევძმარას“ სანიაღვრე კოლექტორი.

სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია