

სამუშაოების მოკლე აღწერილობა: სამუშაოების წარმოება დაიწყო ობიექტის მოსამზადებელი სამუშაოებით. საპროექტო ტრასის გადაკვეთაზე გაითხარა განივი შურფები არსებული კომუნიკაციის ადგილმდებარეობის დასადგენად – 40 წერტილი.
გაიჭრა ასფალტობეტონის საფარი, დამუშავებული იქნა 4317 მ3 გრუნტი, განხორციელდა თხრილების გამაგრება; მოეწყო 2000 გრძივი მეტრი რკინაბეტონის და 400 გრძივი მეტრი პოლიეთილენის მილები; დამონტაჟდა 41 ერთეული რკინა-ბეტონის მონოლითური საკონტროლო ჭა სხვადასხვა ზომის; დამონტაჟდა ნიაღვარმიმღები რკინა-ბეტონის მონოლითური კამერა შეწყვილებული ცხაურით.მოწესრიგდა არსებული ღია სანიაღვრე თხრილი. დაიგო ასფალტო ბეტონის საფარი.
ყველა ზემოაღნიშნული სამუშაო შესრულებული იქნა პროექტის შესაბამისად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით
შედეგი: აღნიშნული სამუშაოების შესრულებით აღმოიფხვრა ლილოში რკინიგზის ესტაკადის ქვეშ წვიმების დროს დიდი რაოდენობით წყლის დაგროვება, რაც გამოწვეული იყო აღნიშნულ მონაკვეთზე რელიეფის უკუქანობით. ობიექტი მიღებული იქნა ექსპლუატაციაში.