სამშენებლო კომპანია შპს „პალიტრა“, ჩვენი საქმიანობის სფერო მოიცავს – სამშენებლო სამუშაოებს, სანიაღვრე, წყალსადენის და საკანალიზაციო ქსელების და კოლექტორების სარეაბილიტაციო და საშენებლო სამუშაოებს. ვაწარმოებთ გრუნტის დამჭერი კედლების გამაგრებით და მოწყობის სამუშაოებს, მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს, ვასრულებთ გზების და ხელოვნური ნაგებობების პროექტირება-მშენებლობას, გეოდეზიურ კვლევა-ძიებას. ვასრულებთ საცხოვრებელი კორპუსების, კერძო სახლებისა და კოტეჯების პროექტირება-მშენებლობას, დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით და მასთან შეთანხმებით.
ვაწარმოებთ სხვადასხვა ზომის და სახეობის მეტალოკონსტრუქციებს და რკინა-ბეტონის სხვადასხვა პროდუქციას. ჩვენ მიერ წაროებული პროდუქცია აკმაყოფილებს საქართველოში მიღებულ სამშენებლო ნორმებს.
შპს „პალიტრა“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით და მუშა ხელით. გააჩნია მექანიზაციის და საწარმოო ბაზა, სადაც ხორციელდება რკინა-ბეტონის და მეტალოკონსტრუქციების წარმოება.
შპს „პალიტრა“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შრომის უსაფრთხოებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავატარეთ ყველა საჭირო ღონისძიება, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად. გვყავს კვალიფიცირებული შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, რომელმაც გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი, შრომის უსაფრთხოების კურსები ბრიტანული საერთაშორისო სტანდარტებით და მიენიჭა უსაფრთხოების მენეჯერის სერთიფიკატი. დასაქმებული მუშა პერსონალი ასევე გაცნობილია შრომის უსაფრთხოების სახელმწიფო ნორმებს და წესებს, უზრუნველყოფილნი არიან უახლესი, თანამედროვე სპეცტანსაცმლით და დამცავი ინვენტარით.
შპს „პალიტრას“ მიერ განხორციელდა არაერთი სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი: წყალსადენის და კანალიზაციის ქსელების, სანიაღვრე არხების და კოლექტორების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები, გრუნტის დამჭერი კედლების გამაგრებითი და სამშენებლო, მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები, როგორც თბილისის მასშტაბით ასევე საქართველოს რეგიონებში.
შპს „პალიტრას“ კონტრაქტორები არიან: როგორც კერძო ორგანიზაციები და კერძო პირები ასევე სახელმწიფო უწყებები: თბილისის მერია, რაიონის გამგეობები, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო და სხვა.
შპს „პალიტრა“ აწარმოებს სხვადასხვა ზომის და სახეობის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს. ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია აკმაყოფილებს საქართველოში მიღებულ სამშენებლო ნორმებს.
ასევე,
შპს „პალიტრა“ ასრულებს საცხოვრებელი კორპუსების, კერძო სახლებისა და კოტეჯების პროექტირებას, დაგეგმარებას ნებართვით, დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით და მასთან შეთანხმებით.
შპს „პალიტრა“ იღებს შეკვეთებს საცხოვრებელი ბინების, კერძო სახლებისა და კოტეჯების მშენებლობაზე, პროექტირებით და ნებართვით. ვაწარმოებთ გეოდეზიურ კვლევა-ძიებას.
შპს „პალიტრას“ გააჩნია ხუთ წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში. ამ პერიოდში ჩვენ მიერ განხორციელდა და წარმატებით დასრულდა 55 პროექტი.
2014-2015 წ.წ. განხორციელდა 16 პროექტი;
2015-2016წ.წ. განხორციელდა 9 პროექტი;
2016-2017წ.წ განხორციელდა 12 პროექტი;
2017-2018 წ.წ განხორციელდა 7 პროექტი;
2018-2019 წ.წ. განხორციელდა 11 პროექტი.
